USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამი
Date:  358

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ, B.1.1.529 ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.

„რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დღეიდან დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოთოდან და ესვატინიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნებულ ბრიტანელი მგზავრებს კი კარანტინის გავლა მოუწევთ.

Imperial College London-ის ეპიდემიოლოგმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ B.1.1.529-ს ე.წ. „სპაიკ ცილაში“ მუტაციების „უპრეცედენტო“ რაოდენობა აქვს, რაც, სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს დაინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას განაპირობებს.

ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way