USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
სამგორში წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  646
სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჟამად, ვარკეთილი 3-ის მეორე მ/რ-ნ-ში კორპუსი N9-ის მიმდებარედ წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, იცვლება წყალარინების 170 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 120 000 ლარი გამოიყო.
 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე, კახა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნო.
 
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way