USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
სამგორში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
дата:  684
სამგორის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჯერად, საგზაო სამუშაოები ვარკეთილის მეურნეობაში, თეთრიწყაროს ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3950 კვ. მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 430 212 ლარი გამოიყო.
 
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.
 
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати