USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
სამგორის რაიონში,საქნავთის დასახლებაში ასფალტი 2200 კვ. მ ფართობზე დაიგო
Date:  544
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები საქნავთის დასახლებაში შესრულდა.
 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2200 კვ. მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯა.
 
დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way