USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
თარიღი:  215
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ჰარდის ტიპის ჩოგბურთის ორი კორტი, 7x7 ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, მცირე სკეიტ ზონა ბავშვებისთვის.
სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„ვარკეთილის დასახლებაში რამდენიმე ხნის წინ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დავასრულეთ. ცენტრი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფაქტობრივად, სრულად დატვირთულია. ჩვენ მაშინვე დავაანონსეთ, რომ ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე მოეწყობოდა სპორტული ინფრასტრუქტურა. დღეს სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ჩოგბურთის ორი მოედანი, ასევე, პადელისა და ფეხბურთის მოედნები. აღნიშნული ინფრასტრუქტურა 1-ელი აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და დარწმუნებული ვარ, ძალიან დატვირთული იქნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები და ეს პროექტიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მიხარია, რომ სამგორის რაიონში ასეთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. მთავარია, რომ სპორტული ცენტრი - საცურაო აუზები, საჭიდაო დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი თუ სატრენაჟორო სივრცე სრულად დატვირთულია. გარდა ამისა, კვირის კონკრეტულ დღეებსა და საათებში 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ცენტრით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათებისა და სარტყავი სისტემები, დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები და ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, გარე პერიმეტრზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ცენტრის მშენებლობის პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს, გარე მოედნის მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ კი 2,8 მილიონი ლარი შეადგინა.
ადგილზე მერთან ერთად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია იმყოფებოდნენ.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის