USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული სივრცე მოეწყობა
Date:  229
სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული სივრცე მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, არჩილ მეფის ქუჩის N5-ში, 3220 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი, მაყურებელთა ტრიბუნა, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ასევე, მოეწყობა მცირე ზომის გასახდელები, რომლებიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.
ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია 200 კვ მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცის და სარბენი ბილიკის მოწყობა.
სამუშაოები წელს დაიწყება და 2026 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way