USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  762

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

„ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ რეკრეაციულ სივრცეს ამ პარკის და ერთკილომეტრიანი ბულვარის სახით, რომელიც არაერთ ეზოს გააერთიანებს. ოქტომბრის ბოლოსთვის ეს პროექტი დასრულდება და დედაქალაქს კიდევ ერთი, განახლებული, მწვანე სივრცე შეემატება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობი 40 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა იგეგმება.

ტერიტორიას გამწვანებული თარგები დაემატება, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა და დაირგვება მწვანე ნარგავები; განთავსდება საბაღე ფურნიტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები და ატრაქციონები; დამონტაჟდება სასმელი წყლის სოკოები, ხოლო პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ მოეწყობა შადრევანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати