USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
Date:  675
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები ლილოს დასახლებაში, ელენე გოკიელის ქუჩის N34-დან, გოკიელის I შესახვევის N48-ის ჩათვლით შესრულდა.
 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3000 კვ. მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 000 ლარი დაიხარჯა.
 
დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way