USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
სამგორის რაიონის გამგეობა ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს
дата:  775
საგანმანათლებლო კვირეულში - „გუნდი, გუნდის მშენებლობა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო
 
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს.
 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, განავითარონ ლიდერული და გუნდური მუშაობისათვის საჭირო თვისებები. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
 
ანაკის თემატური მიმართულებებია:
ლიდერობა;
გუნდურობა;
გუნდის მშენებლობა;
ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა;
 
მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 28 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ ბმულზე: https://shorturl.at/mnxV4
 
ასევე, ბანაკის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/გასართობი აქტივობა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გუნდური მუშაობის პრინციპით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.
 
 ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
მინიმალური მოთხოვნები მონაწილეებისათვის:
მონაწილეთა ასაკი : 16-დან 20 წლის ჩათვლით
მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად,
უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და კრეატიული
 
 აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები.
ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა
მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის გამგეობა უზრუნველყოფს.
 
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати