USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
სამგორის რაიონის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
Date:  239
2024 წელს სამგორის რაიონში 58 რეკრეაციული სივრცე და 12 სპორტული მოედანი მოეწყო.
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 149 226 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა.
მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე მოეწყო, ხოლო გრუნტის დამჭერი კედელი - 8 მისამართზე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონს 58 ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, მოეწყო 12 სპორტული მოედანი, მათ შორის აფრიკის დასახლებაში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი. ასევე, ფიტნეს ზონები და საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე მოეწყო.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 215 პროექტი შესრულდა. მათ შორის 120 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე მოეწყო. რეაბილიტირდა და განახლდა 38 ლიფტი. 117 მისამართზე კი ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო.
ასევე, მიმდინარე წელს გამგეობამ 10 კულტურული და 8 სპორტული ღონისძიება გამართა.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 46 659 945 ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way