საქართველოს სამართლის ისტორიიდან
მსაჯულთა გადაწყვეტილება მოპასუხის სასამართლოში გამოუცხადებლობის საქმეზე
1789 წ. 16 დეკემბერი /ქკს უოზ, ქრისტეშობის ივ/
მოძღვართმოძღვარმა ნიკოლოზმა და სოფელ გულგულის მცხოვრებლებმა მეფე ერეკლესთან იჩივლეს - მგალობლიშვილებმა ჩვენს მამულში მდინარეზე ფაცერი(მახე თევზებისა (თევზსაჭერი მოწყობილობა)) ჩადგეს და სამართალს ვითხოვთო.
კახეთის მოსამართლეებმა სასამართლოში დაიბარეს მგალობლიშვილები საქმის გასარჩევად, მაგრამ მათ არ ინებეს მისვლა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დაიბარეს მგალობლიშვილები სასამართლოში, მაგრამ ისინი კვლავ არ გამოცხადდნენ.
მოსამართლეებმა საქმე აღარ განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, მოძღვართმოძღვარ ნიკოლოზს თვითონ დაეწესებინა სასჯელი ურჩი მოპასუხეებისათვის - ,,ამ აზნაურიშვილებმა არ ინებეს სამართალში მოსვლა და ახლა ნება მათის უმაღლესობის არის."