USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავეს
Date:  552

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბიძინა ესებუა ზუგდიდში დღეს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way