USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
სამარშუტო ლურჯ მიკროავტობუსებში პენსიონერები და სტუდნეტები 20 თეთრად იმგზავრებენ
Date:  1204

ახალი სატრანსპორტო სქემის ფარგლებში მიკროავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები ყველა იმ შეღავათით ისარგებლებენ, რაც მეტროსა და ავტობუსში აქამდეც მოქმედებდა.

ახალი სქემისა და მგზავრობის ტარიფის გადახდის ინტერგირებული სისტემის შესახებ “საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, შედეგად მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. ცვლილებების მიხედვით, მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით(50 თეთრი) საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შედის.

„ტარიფის შემცირებასთან ერთად ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილების სქემა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავრტობუსებშიც. რათქმაუნდა ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას”,- განაცხადა წილოსანმა.

ამ დროისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს. კერძოდ 10-თეთრიანი ტარიფით სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები. ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, დედაქალაქში რეგისტრირებული ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

ასევე 20-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ ასაკით პენსიონერები, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, თბილისში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

უფასოდ მგზავრობენ დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ასევე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მოსწავლეები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორები.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way