USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
სამ უდიდეს თურქულ ქალაქში, სტამბულში, ანკარასა და იზმირში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა
дата:  1304
თურქეთში არჩევნების პირველმა ტურმა ჩაიარა. მეორე ტური თვის ბოლოს, 28 მაისს გაიმართება და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
საინტერესო სურათია შექმნილი (თუმცა ისტორიული ტენდენციების მქონე):
სამ უდიდეს თურქულ ქალაქში, სტამბულში, ანკარასა და იზმირში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ოპოზიციამ წარმატება მოიპოვა ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლზეც. ქილიჩდაოღლუს ასევე მხარი დაუჭირა ქურთული უმრავლესობის მქონე პროვინციებმაც.
მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანის მხარდამჭერები ნაკლებად ურბანული პროვინციებია, სადაც რელიგიას ბევრად დიდი როლი უჭირავს, ვიდრე დიდ ქალაქებში.
ზოგადად, სანაპირო ქალაქები რომლებიც ტურიზმზე, საერთაშორისო ვაჭრობასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე არიან ორიენტირებულნი უფრო მეტად სეკულარულები არიან ვიდრე შედარებით ღარიბი ხმელეთით გარემოცული პროვინციები. დედაქალაქი ანკარა კი თურქული სეკულარიზმის ერთ-ერთი ცენტრია. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური უბანი ჩანკაია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა 75% აიღო.
შავი ზღვის აუზი აქტიურ საერთაშორისო საპორტო ცხოვრებას არ ეწევა. შედარებით მცირეა ტურიზმის ნაკადიც, ისევე, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქების რაოდენობა. ამასთან, თავად ერდოღანი წარმოშობით რიზეს პროვინციიდანაა და ეს უმნიშვნელო რამ არ გახლავთ.
ამ ყველაფერს ემატება წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელიც ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანატოლიასა და შავი ზღვის აუზის პროვინციებს შეეხეო. მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური სიტუაცია ბევრად უკეთესია ამ პროვინციებში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს წარსულში.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს:
სამთავრობო კოალიციამ 49.3% მოიპოვა. სავარაუდოდ 321 ადგილი ექნებათ მათ პარლამენტში. ოპოზიციურ კოალიციას 213 ადგილი. ხოლო ქურთულ პარტიას 66 მანდატი ერგო. სახელისუფლებო სამართლისა და განვითარების პარტიამ (AKP) წინა არჩევნებთან შედარებით 7%-ით გააუარესა შედეგი და მხოლოდ 35.44% მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) კი 3%-ით გააუმჯობესა შედეგი და 25.3% მოიპოვა. დათვლილია ხმების 99.1%, შესაბამისად შედეგები მკვეთრად აღარ შეიცვლება.
რთული სათქმელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვის დაუჭერენ მხარს სინან ოღანის მომხრეები. მას ყველაზე შერეული ამომრჩეველი ჰყავს.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати