USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი უნგრეთს ავღანეთში მყოფი 6 ქართველის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის
дата:  578

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრეთს ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати