USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი პრემიერის გამოსვლაზე - ვარ გაოგნებული და მინდა, ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო
дата:  634

მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად წლის ბოლომდე ყველა გზავნილი, რაც საქართველოს მიმართაა, უნდა შეასრულოს.

„როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება); მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყველა ერთად არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მე მგონი მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით, და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, რომ აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს.

შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ მე დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული პლატფორმა და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ხელმძღვანელები, მონიტორები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ, ის, რაც არის უზარმაზარი შანსი საქართველოსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

мир
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати