USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
სალომე ზურაბიშვილი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიოდნენ. (ვიდეო)
Date:  985

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

„ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება, უნდა იყოს გადაკეთებული, ყველა მებრძოლი და ადამიანი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული

„მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი. სხვათა შორის, უფრო ღირსეული, როცა უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

კერძდოდ, ნანა მალაშხია ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის.

ნანა მახარაძე კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.

 - დრო გადის და არ გვაქვს რეალურად შესწავლილი და დაწერილი ჩვენი 70-წლიანი რეპრესიების ისტორია და ეს გასაკეთებელია

„რატომ ქალები?! როგორც ხედავთ ადგილი არ გვყოფნის და რეალურად ალბათ, უკეთესიც იქნებოდა, რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით, რადგან ეს არის ერთობის დღე, მაგრამ თქვენი სახით აქ არიან თქვენი შვილები, მეუღლეები და ერთად ვართ. დისკრიმინაციის ნიშანს ნუ დაინახავთ. მინდა ქალების როლს გავუსვათ ხაზი. გარედან საქართველოს უყურებენ რაღაც სტერეოტიპებით და ვერ ხედავენ, თუ არ ვაჩვენებთ, რა არის ქართველი ქალების როლი ქართულ ისტორიაში. ეს არის უწყვეტი თავდადება, ეროვნული შეგნება, ყველაფერი იმის დაცვა რაც ქმნის საქართველოს და თუ არა ამ ქალების შემართება, როდესაც მეუღლეები ომში იყვნენ წასული, ქალებმა შეინარჩუნეს ის ყველაფერი, რაც არის ჩვენი იდენტობა, რაზეც დღეს ვდგავართ. გავიხსენოთ ქეთევან წამებული და თავდადება, კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი და შემრიგებლური მოღვაწეობა, რაც ასევე, არის ჩვენი ნაწილი, ქალების როლი რუსეთის იმპერიიდან თავდაღწევის დროს და ამიტომ დაგირიგეთ თამარ პაპავას წიგნი, რომელიც ასევე, იყო ძალიან ძლიერი ქალი ემიგრაციაში. ეს არის ის ისტორია, რომელიც ნაკლებად ცნობილია - როგორ იბრძოდნენ ჩვენი ქალები, მათ შორის, დედოფლები როგორ იბრძოდნენ ადგილზე, ან გადასახლებაში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ასევე, ეროვნული ბრძოლა იყო და სადაც ქალების როლი იყო ძალიან დიდი - გავიხსენოთ, თუნდაც ეკატერინე გაბაშვილი. მარო მაყაშვილი გახდა მათი სახე, ვინც იბრძოდა იუნკერებთან ერთად. მინდა გავიხსენო ყველა დედა, მეუღლე, თუ შვილი, ვინც გადასახლებული იყო იმ 70 წლის მანძილზე, რეპრესიების დროს.

მინდა ინიციატივა გაგიზიაროთ - მე მგონი დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად შესწავლილი და დაწერილი ჩვენი 70 წლიანი რეპრესიების ისტორია და ეს არის გასაკეთებელი ყველა ოჯახისგან, რადგან ეს მეხსიერება თქვენთან არის და საჭიროა, რომ თავმოყრილი იყოს. სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, ჩავიწეროთ და გავაზიაროთ რა იყო, თორემ გავრცელებულია არასწორი სურათი, რომ თითქოს სტალინი რადგან ქართველი იყო საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ჩვენი დასაწერია ეს ისტორია. ამის წამოწყება და გაგრძელებაა საჭირო.

ყველა მძიმე პერიოდებში როცა გზაგასაყარზე ვდგავართ მაშინ არის საჭირო, რომ ქალებმა თავიანთი ძალა გამოიჩინონ და მე მინდა მჯეროდეს, რომ ქალებს შეუძლიათ მეტი ერთობა, ტოლერანტობა, რომ არიან ის ძალა, რომელთაც შეუძლიათ მოთმინებაც, მოსმენაც, ურთიერთგაგებაც, თუ მოინდომეს შეუძლიათ გადალახონ პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და დაპირისპირება, შეუძლიათ გაერთიანდნენ მთავარი მიზნის ირგვლივ. რაღაც წმინდა საერთო მიზანი, ხომ უნდა აგვქონდეს რასაც შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვებთ და გადავცეთ მათ თავისუფალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ვწუხვარ, 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა - აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია?

იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქრათველოს უალტერნატივო მომავალი ევროპაა.

პრეზიდენტი - ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია

„ძალიან ვწუხვარ , რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!

ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს , სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის რომ ეს თარიღი, მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.

ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც. იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით , ჩვენი ისტორია, რა სჭირდება ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა , ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია.

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way