USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - არც კის ვამბობ და არც არას
дата:  657

საქართველოს პრეზიდენტმა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის აფასებს მის პოზიციას, რომ არ ითხოვს შეწყალებას.

ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვრამიას საქმეზე, "რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე" იტყვის.

"არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა, პოლიტიკის კატეგორია. თუ გაქვს ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ამ პოზიციაში ხარ, პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც იმათ არ აქვთ დღემდე, ასე ჩანს. ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნება საკუთარ თავზე აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ! ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების შესახებ ხელმოწერები პირიქით მოქმედებს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება.

 სალომე ზურაბიშვილმა რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს პატიმრის პოზიცია, რითაც ის პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს.

„ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და ეს, რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати