USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს რეგიონში ახალმა კონფიგურაციამ ნატო-ს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიიპყროს
Date:  203

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასიის რეგიონში ახალი კონფიგურაცია აჩვენებს, რომ რეგიონის მიმართ ნატო-ს მხრიდან უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.

ამის შესახებ მან  ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალ გამოწვევებთან ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოძრაობა და მეტი შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით. ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მზად არის, დაადასტუროს თავისი კავშირები ნატო-სთან და თავისი ყოფნა ჩვენს რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ახალი კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც გვაჩვენებს, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, კავკასია და შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way