USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
სალომე ზურაბიშვილი: არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა – დღევანდელმა მთავრობამ
თარიღი:  434

ნიკა გვარამიას შეწყალება არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა – დღევანდელმა მთავრობამ. არასოდეს ვიქნები ანგარიშვალდებული. მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. მუდამ, როდესაც კითხვა იყო, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილიც ვიყავი და მადლიერება ყოველთვის გამოვთქვი, რადგან, მგონი, ესეც არის ქართული კულტურის ნაწილი.

ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას. ძალიან არასწორი გაგება არის დემოკრატიის, პრეზიდენტის. ვინმე თუ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება, პრეზიდენტი არჩევის მომენტიდან ხდება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული და მგონია, რომ საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით, რათა თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს. ერთგვარად, ორივე მხარე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის