USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
სალომე ზურაბიშვილი - ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?
თარიღი:  446

ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამით მან უპასუხა კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა: „პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კანონი დაფინანსების მიმღებთა ფინანსური გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. რას იტყოდით ამაზე?“

მისი თქმით, ყველაფერი გამჭვირვალეა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ხოლო რაც არ არის გამჭვირვალე, ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე.

„ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ორგანიზაციებს აფინანსებენ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია. არის ვებსაიტები, რომლებზეც ყველას შეუძლია ყველა ამ დეტალის მოძიება. რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე, არ არის გამჭვირვალე, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახალი შემოტანის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა თქვა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს. ჩვენ მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღე გვაქვს, მასობრივი და მშვიდობიანი დემონსტრაციების და ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ მიმართონ პირდაპირ, ან ირიბ შევიწროებას”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის