USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.
дата:  407

საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება მის მიერ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად დააზარალებს.

პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.

„ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ ამას. აქაც მთავარი არის საზოგადოების პოლარიზაციის არდამატება, რაც არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამის მიმართ არის კითხვები, ყველაზე იყოს პასუხი გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.

გამოვთქვი აზრი, რომ ალბათ, საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა და ეს ძალიან კარგია. მე ვერ ვიტყვი წინასწარ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მაინცდამაინც ამ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო მკურნალობის არანაირი საშუალებები. თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამას უპასუხოს ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით. საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რამ შეიძლება შეაცვლევინოს პოზიცია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში დიდი დაპირისპირების საგანია, რაც პოლარიზაციას გააღრმავებს.

„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати