USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
სალომე ზურაბიშვილი - თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა
Date:  1273

დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება“.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way