USD 2.6802
EUR 3.1374
RUB 3.6596
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - ჯოზეფ ბორელთან ვისაუბრე საქართველოს ევროინტეგრაციაზე, დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი
дата:  1070

ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვისაუბრე, დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისართან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა.

„აზრთა მნიშვნელოვანი მიმოცვლა ჯოზეფ ბორელთან ევროპის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში. ჩვენი საუბარი ეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“, – წერს ზურაბიშვილი.

 

 
Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати