USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე
дата:  392

არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე. თუ ეს იქნება, მაშინ შევაფასებ ამ სიტუაციას, მაგრამ დღეს, ასეთი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, რომ მისივე გარემოცვა ივანიშვილისთვის საერთაშორისო არენაზე „გარკვეული პრობლემების შექმნის შესახებ საუბრობს“.

„არ ვიცი, არავის დაუდია ფაქტები იმისა, რომ რეალურად რაღაც შეფერხებაა და ეს კიდევ სხვა, გაზვიადებული თემებია. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. მე ვლაპარაკობ სერიოზულ საკითხზე, რომელიც არის მეორე ფრონტის, თუ ომის თემა. არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტია თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ შეგვიძლია მორალურად სოლიდარული ვიყოთ უკრაინასთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ასევე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეექმნა გერმანიაში შეძენილი ვერტმფრენის ტრანსპორტირების მხრივ და ასევე შეძენილი ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის იმ ფაქტების შეფასება, რაც არავინ იცის.

„თქვენ მთხოვთ იმ ფაქტების შეფასებას, რაც არავინ ვიცით, რა ხდება რეალურად, რა შეფერხებებია, რატომ არის ეს შეფერხებები. მე რატომ უნდა შევაფასო ის, რაც ბატონი ივანიშვილის ფინანსური ურთიერთობაა თავის ბანკირებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, „შეფასებები არ ჰქვია“ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა სანქციების სიაში აღმოჩნდეს.

„ამას შეფასებები არ ჰქვია, გაჩნდა ალბათობა, რაღაც ეჭვები, რომელზეც მედია სპეკულირებს. მე ვარ პრეზიდენტი, არ შემიძლია დავიწყო სპეკულირება და ეჭვები [გამოვთქვა]. არ მაქვს ინფორმაცია, არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე. თუ ეს იქნება, მაშინ შევაფასებ ამ სიტუაციას, მაგრამ დღეს ასეთი რამ არ არსებობს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომლისგანაც უნდა მოისმინოთ სპეკულაციები და ეჭვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати