USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
სალომე ზურაბიშვილი - აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი
дата:  548

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

როგორც ზურაბიშვილი წერს, პრეზიდენტისა წარმომადგენლებმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას.

“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“,- წერს ზურაბიშვილი „ფესიბუქ“ გვერდზე.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати