USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
სალომე სამადაშვილი: ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“
Date:  758

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაფართოებულ ფორმატში, პოლიტსაბჭოს სხდომზე უნდა იმსჯელოს.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პლებისციტისკენ იხრება, თუმცა, ვადამდელ არჩევნებზე საკითხის მიბმაც კომპრომისული ვარიანტია.

„ჩემი აზრია, რომ უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში ჩადებულიყო პლებისციტის საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ის ვარიანტი, რომელსაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი - ჩატარდეს პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც შემოიღებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემას და დაბალ, 2%-იან ბარიერს. მე ეს მიმაჩნდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ამაზე არ მოდის „ქართული ოცნება“ და მაინცდამაინც უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა დააფიქსიროს შეთანხმებაში - ადგილობრივი არჩევნების შედეგით განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ესეც კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიციასაც აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს საკუთარი ერთიანი ფრონტით.

ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ის, რომ ნაწილმა მოაწეროს ხელი ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს და ოპოზიციის ერთიანობა დაირღვეს. ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის. მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way