USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
თბილისი
საკრებულოს სხდომაზე "ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს აგინეს
თარიღი:  874

დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე  - "ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს აგინეს. მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება კუპრავას განცხადებას მოჰყვა, სადაც ოპოზიციონერი ბავშვები გარდაცვალების საკითხს შეეხო.

"ის, რომ შადრევნებზე კვდებიან ბავშვები, პატარა გოგოები და პატარა ბიჭები ბატუტებზე იხოცებიან, და საქანელაზე კიდევ. საქანელას იმიტომ ვახსენებ, რომ ოჯახის განმარტებით, საქანელა იყო ბოლო ადგილი, სადაც საწყალი ანა, ეს ბავშვი წუხელ ცოცხალი ნახეს", - თქვა კუპრავამ. კუპრავას ამ განცხადების შემდეგ, მას მიკროფონიც გაუთიშეს და სხდომატა დარბაზის დატოვებას სთხოვდნენ.

მანამდე კი  ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.

„ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში. ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი მუხტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად უსაფუძვლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეთ", - განაცხადა ნინო წულაძემ, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

მსოფლიო
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის