USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე სკოლების მოსწავლეებს შეხვდა
Date:  726

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის და 300 არაგველის სახელობის თბილისის 75-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.

კახა ლაბუჩიძემ  მოსწავლეებს  დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტი დეტალურად გააცნო.

მანვე განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და  პრინციპებზე, მათ შორის ბიბლიოთეკების და მედიათეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და სკოლების სახელდებასა და პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მოსწავლეებს სიტყვით საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა,  ადგილობრივი  თვითმმართველობის ისტორია გააცნო და მათ დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკრებულოს ისტორიული შენობის მნიშვნელობაზე  ესაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსწავლეები დაინტერესებულები არიან როგორც საკუთარ უფლება-მოვალეობების, ასევე მერიისა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის  გაცნობით.

აქედან გამომდინარე, შეხვედრის მიზანი სწავლების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების წესების და პროცედურების, ასევე თეორიული საკითხების გაცნობაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კახა ლაბუჩიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ  მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way