USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
Date:  

სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. სარეიტინგო პოზიციის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „მშვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით. რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან.

შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.

FSI 2024 -ის რეიტინგში სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა, შეფასება წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 2012 წელთან შედარებითაც საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში გამორჩეულად მოწინავეა, გადაადგილდა რა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მიმართულებით 31 სარეიტინგო საფეხურით და ამ მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია . ცნობისათვის, 2012 წლის რეიტინგში საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა მიჯნაზე და თავდაპირველ, ანუ 2006 წლის ინდექსთან შედარებით პოზიცია 9 ადგილით ქონდა გაუარესებული.

2024 წლის მყიფე ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუდანია, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა, შესაბამისად 179-ე, 178-ე და 177-ე სარეიტინგო ადგილებზე.

„მშვიდობის ფონდი“ ტრანსეროვნული კველევითი ცენტრია შტაბბინით ვაშინგტონში, რომელიც სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს.

ინდექსი ეფუძნება The Fund for Peace-ის საკუთრებაში არსებული კონფლიქტების შეფასების სისტემის ინსტრუმენტის (CAST) ანალიტიკურ მიდგომას. ყოვლისმომცველი სოციალური მეცნიერების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მონაცემთა სამი ძირითადი ნაკადი - რაოდენობრივი, ხარისხობრივი და საექსპერტო დადასტურება ექვემდებარება კრიტიკულ განხილვას საბოლოო ქულების მისაღებად. ყოველწლიურად ანალიზდება მილიონობით დოკუმენტი და მაღალსპეციალიზებული საძიებო პარამეტრების გამოყენებით, ქულები ნაწილდება ყველა ქვეყნისთვის თორმეტ ძირითად პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ინდიკატორზე და 100-ზე მეტ ქვეინდიკატორზე დაყრდნობით, რომლებიც წლების განმავლობაში გამოცდილი სამეცნიერო სოციალური კვლევის შედეგია.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way