USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი: პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.
дата:  905

ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი ადამიანის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძნობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ ავამოქმედებთ, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე, რათა ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати