USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებასაც ეხება
Date:  486

  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სისტემის 1,7 მილიონი დოლარით დაფინანსებით აშშ ეხმარება საქართველოს ლაბორატორიული სისტემების მომზადებაში, შემთხვევების გამოვლენაში, საპასუხო ზომებისა და მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ტექნიკური ექსპერტების მომზადებაში, რისკების შესახებ კომუნიკაციის გაძლიერებასა და სხვა საკითხებში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ-მ საქართველო 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერით უზრუნველყო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის იყო გათვალისწინებული.

საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

წყარო: state.gov

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way