USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის
თარიღი:  968

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის.

აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2022 წლიდან უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალ მარშრუტებს საქართველოს გავლით ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების გადასაზიდად ევროპიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის ინიციატივით საქართველო შეუერთდა 2023 წელს ჩამოყალიბებულ გლობალურ კოალიციას სინთეზური ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ანგარიშში საუბარია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მათ შორის აღნიშნულია, რომ 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ბელგიის ხელისუფლების ერთობლივი ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოხდა 400 კგ ჰეროინის ამოღება. ასევე, ხაზგასმულია, რომ 2023 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირანიდან საქართველოში ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერის იდენტიფიცირებაში დაეხმარა, საიდანაც 80 კგ ჰეროინის ამოღება მოხდა.

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს მიღებული იქნა ნარკოტიკების 2023-30 წლების ახალი სტრატეგია და 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ახალ ინიციატივას, როგორიცაა ადრეული გაფრთხილების სისტემა ნარკოტიკების განვითარებადი ტენდენციების მონიტორინგისთვის და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილის ინდიკატორის შემუშავებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალ მარშრუტებს საქართველოს გავლით ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების გადასაზიდად ევროპიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://www.state.gov/wp-content/uploads/2025/01/2024-INCSR-Vol-1-Drug-and-Chemical-Control-Accessible-Version.pdf

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის