USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
სახელმწიფო დეპარტამენტი - ცივილიზებული სამყარო ელოდება, იხილოს, ნამდვილად სერიოზულად სურს თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულება
дата:  596

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რამდენად სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა დასრულდეს.

„ნატო-ში ბოლო ვიზიტის დროს, მდივანმა რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად განაცხადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომ რამდენიმე კვირის საკითხი იქნებოდა, როდის შევძლებდით იმის გაგებას, სერიოზულად სურდა თუ არა რუსეთ ამ კატასტროფის დასრულება. ახლა კი, ცივილიზებული სამყარო ელოდება იხილოს, ნამდვილად სერიოზულად არის თუ არა რუსეთი განწყობილი“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати