USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
სახელმწიფო დეპარტამენტი - დონალდ ტრამპი უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ეწინააღმდეგება
თარიღი:  774

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთთან და უკრაინასთან და მზადაა გააგრძელოს მუშაობა, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა წამოაყენა წინადადება უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს არ მოიწონა. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის