USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
სახელმწიფო Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტის აქციონერი გახდა და კომპანიაში 33%-ის წილი ექნება
თარიღი:  518

საქართველოს სახელმწიფო არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის ქართული შვილობილის აქციონერი გახდა. შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა მოაწერეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, დღეს გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფო Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი იქნება. სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.

ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მხარეთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები ინვესტორთან, ეს არის Eagle Hills-ი, საერთაშორისო კომპანია, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება. ეს არის გონიოს ტერიტორია, გონიოს მიმდებარედ და თბილისის მიმდებარედ, ყველაზე მასშტაბური, როგორც ზომით, ასევე ინვესტიციის თვალსაზრისით, საინვესტიციო პროექტების განვითარება.

დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო და სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ და პრინციპში დასრულდა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფაზა, სადაც გაწერილია აბსოლუტურად ყველა კომერციული პირობები და ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ინვესტორის მხრიდან. შესაბამისად, პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ დაახლოებით მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ყველა ნებართვების შეთანხმება, გენერალური გეგმის დამტკიცება, გზშ-ს დამტკიცება და ასე შემდეგ. საკმაოდ გრძელი სიაა იმ დოკუმენტების და ნებართვების, რაც საჭიროა ამ მასშტაბის პროექტებისთვის. როგორც მოგახსენეთ, მომავალი წლის ზაფხულში უკვე დაიწყება აქტიური სამშენებლო ფაზა ორივე პროექტის შემთხვევაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის სტრუქტურირება არის იმგვარი, რომ სახელმწიფო არის პარტნიორი ამ კომპანიაში. დღევანდელი შეთანხმებით, რაზეც ბატონმა ალაბარმა და ქალბატონმა მინისტრმა მოაწერეს ხელი, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო გახდა ამ პროექტის პარტნიორი. ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება მიწის კონტრიბუციით, ინვესტორის მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება დაფინანსებით და მათ შორის, როგორც მოგახსენეთ, მართვით. შესაბამისად, პირობები არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მხოლოდ მიწის მონაწილეობა. სახელმწიფო შეიტანს საწარმოში ამ მიწას. 33% არის სახელმწიფოს წილი იმ კომპანიაში, რომელიც დაფუძნდება,"- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის