USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
სახალხო პარტია დონალდ ტრამპს დაბადების დღეს ულოცავს, ტრამპი 74 წლის გახდა.
თარიღი:  1247

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 74 წლის გახდა.

დონალდ ჯონ ტრამპი (ინგლ. Donald John Trump; დ. 14 ივნისი, 1946, ნიუ ორკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან. 2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

"თბილისი პოსტი" ულოცავს ბ-ნ პრეზიდენტს დაბადების დღეს და უსურვებს მას ყოველივე საუკეთესოს.

დღეს სოციალურ ქსელებში, მხოლოდ სახალხო პარტიის თავჯდომარის მამაუკა გიორგაძის მისალოცი ტექსტი შეგხვდა, რომელიც დოლანდ ტრამპის დაბადების დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ძალისხმევით აშშ-ის და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა გაღრმავდება.

გთავაზობთ ამ ტექსტს უცვლელად.

"აშშ-ს პრეზიდენტს ბ-ნ დონალდ ტრამპს.

ბ-ნო დონალდ,
საქართველოს სახალხო პარტიის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს.

გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაგიდასტუროთ ქართული საზოგადოების და კერძოდ, სახალხო პარტიის მხარდაჭერა, იმ მძიმე ბრძოლაში რომელსაც დღეს თქვენ ეწევით ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული ფასეულობების განსამტკიცებლად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე მთელ მსოფლიოში.

გვინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მიზანია ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული იდეალების განმტკიცება საქართველოში, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის რუსეთის ოკუპაციიდან განთავისუფლება და ძლიერი ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიურად განვითარდება, რაც წინაპირობა იქნება ნაყოფიერი თანამშრომლობის, ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების სასარგებლოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და დიდ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში ისე ამერიკის შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ.
ღმერთი ფარავდეს ამერიკას.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს.

სახალხო პარტია
მამუკა გიორგაძე."

https://www.facebook.com/sakhalkhopartia/

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის