USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Tbilisi
სახალხო დამცველი - 156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა - ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია, წინა მანიფესტაციებთან შედარებით
Date:  610

უკვე 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან ბრიფინგზე მიმდინარე მედიას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენს გამოხმაურებას, მათ შორის შეფასებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, პროპორციულობას ან ძალის გადამეტების შემთხვევებს. გეტყვით, რომ 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, დაკავებულების მოსანახულებლად დღესაც იზოლატორებში იმყოფებიან.

„ეს არის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც არის იზოლატორები და არიან დაპატიმრებული ადამიანები, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთშიც აგრძელებენ თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას.

ჩვენ ინფორმაციას ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას მიმდინარე რეჟიმში იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს აპარატი. ამავე დროს, არსებობს ცხელი ხაზი და მოვუწოდებ ყველას, მომართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ უფლებადარღვევის შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, როგორც კი ვადგენთ ჩვენ, ჩვენი მხრიდან დაკავებულების ადგილსამყოფელს, ასევე, ვაწვდით მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ა.შ.“ - განაცხადა იოსელიანმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way