USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
საკალათბურთიო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია
Date:  729

საკალათბურთიო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია.

კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში "კავკასიას" 90 : 82 ანგარიშით მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

"ქუთაისი!!!
ჩვენ ჩემპიონები ვართ. ჩვენ ეს შევძელით და ქუთაისმა კიდევ ერთხელ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
90:82, ეს არის ამ სეზონის უკანასკნელი მატჩის ანგარიში.
კავკასიასთან, ძალიან კარგ, ღირსეულ გუნდთან, რომელმაც ფინალში ერთი თამაშიც კი წაგვართვა, მაგრამ ქუთაისი უკეთესი იყო.
ცხელ გულზე ბევრი ემოცია წამოვა და დეტალურად ყველაფერი ხვალ გავიაროთ, მანამდე კი მადლობები.
მადლობა გულშემატკივარს, რომელიც პირველიდან ბოლო მატჩამდე გვერდში გვედგა.
მადლობა ყველას, ვინც სწორ ღილაკებზე დაჭერით გუნდს მაქსიმალურად მაგარი პირობები შეუქმნა.
მადლობა ყველა გუნდს, რომელიც შეგვხდა და მაქსიმალური მოტივაცია დაგვიტოვა.
მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომლებიც იღლებოდნენ და საქმეს სამაგალითო კარგად აკეთებდნენ.
მადლობა ყველა მოთამაშეს ყველაფრისთვის. იყო ტრავმები, იყო სხვა ეპიზოდები, მაგრამ ქუთაისი იყო ერთი ოჯახი და ქუთაისმა ყველა გაიტანა.
იმიტომ, რომ ეს ჩვენი სეზონი იყო.
მადლობა, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელს კოტე ტუღუშს, რომელმაც ასისტენტებთან ერთად რთული ეტაპი გაიარა და მოსაგები მოიგო.
კოტე ჩემპიონია.
ქუთაისი ჩემპიონია.
ხვალ დეტალებს გავივლით."
 
tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way