USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
საჯარო რეესტრმა არც სოსო ტყემალაძე დაარეგისტრირა რაგბის კავშირის პრეზიდენტად
Date:  470

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. არჩევნები ხმაურის ფონზე წარიმართა.

თავდაპირველად, 30 დეკემბერს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. 

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way