USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
Тбилиси
საიუბილეო „საბა“ 2022 - გამარჯვებულები
дата:  835

საიუბილეო, მე-20 დაჯილდოების ცერემონიალზე ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებულები გამოავლინეს. წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში პრემია ორმა ავტორმა მიიღო.

წელს „საბას" გამარჯვებულები არიან:

  • წლის საუკეთესო რომანი

არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)

ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ლელა სამნიაშვილი "ავირეკლოთ":

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რატი რატიანი "მკვლელობა სადგურის უბანში".

  • გამარჯვებულები სპეციალურ ნომინაციაში: "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში"

რუსუდან გორგილაძე "დიქტატურის გემო"

დავით ჯიშკარინი "ბუცები და ტყავის ჩექმა"

  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“

  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ლანა ღოღობერიძე “ვისთვის გალობს შაშვი”.

  • წლის საუკეთესო პიესა

მანანა დოიაშვილი "მეცამეტე თვე".

  • წლის საუკეთესო კრიტიკა

ნუგეშა გაგნიძე "ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე".

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

თემო რეხვიაშვილი "კურიერის ამბები".

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა" გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „არილს“. დაჯილდოვდნენ რედაქტორი მალხაზ ხარბედია და გამოცემის გუნდის წევრები.

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი.

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია “საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები, რომელსაც თიბისი გამოყოფს.

голосование
Кстати