USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
საინტერესო ისტორია ერთ ინგლისელ ჯენტლმენზე ანუ რატომ ვერ იტანდა საზოგადოება ქოლგებს
дата:  1147

 

საინტერესო ისტორია ერთ ინგლისელ ჯენტლმენზე ანუ რატომ ვერ იტანდა საზოგადოება ქოლგებს. ეს ისტორია ერთ ინგლისელ ჯენტლმენს ეხება, კერძოდ მას, ვინც პირველმა დაანგრია საზოგადოებრივი შეხედულება წლების განმავლობაში დაწესებულ ქცევებსა და ღირსეულ ჯენტლმენობაზე. უფრო მეტიც, მისი მოქმედება იმდენად უნაური იყო, რომ ლონდონელმა კებმენებმა (მაშინდელმა ტაქსისტებმა) ლამის ომი გამოუცხადეს მას. საქმე იმაშია, რომ ამ ექსცენტრულმა ადამიანმა, რომლის სახელი და გვარი იყო იონას ჰანუეი, პირველმა დაიწყო ქოლგის ტარება.

ეს მოხდა 1750-იან წლებში, როცა იონასი საფრანგეთიდან დაბრუნდა. მისმა აქსესუარმა მხურვალე ემოციები გამოწვია წესიერ საზოგადოებაში. ის ერთბაშად რამოდენიმე ცოდვაში დაადანაშაულეს:

მამაკაცი ჯენტლმენის კვალობაზე საკმაოდ ნატიფად გამოიყურებოდა - ეს კი მისი ხასიათის სისუსტეზე მიუთითებდა, ის გაფრანგებული ჩანდა-ატარებდა ქოლგას ისევე, როგორც ამას ფრანგი ქალები აკეთებდნენ მზისა და წვიმისაგან თავის დასაცავად. მეეტლებმა პირველივე დღიდანვე შეიძულეს ჰანუეი და მას რამდენჯერმე თავსაც კი დაესხნენ ქუჩაში.

ეს ხალხი საარსებო საშულებას ძირითადად წვიმის დროს შოულობდა, როცა ფეხით მოსიარეულეები წვიმისაგან თავს ეტლებში აფარებდნენ. ქოლგის გამოყენება კი მათი კლიენტურის დაკარგვას ნიშნავდა. მაგრამ ჰანუეიზე არაფერი არ მოქმედებდა, ყურისძირში მიღებული ალიყურიც კი.

ის აგრძელებდა ქოლგის ამაყად ტარებას და მოხდა ის, რომ მან საბოლოო ჯამში ამ სენით დააავადა მთელი ინგლისი. სწორედ იონას ჰანუეიმ გახადა ქოლგა ინგლისელი დენდის გარდერობის შეუცვლელ აქსესუარად და რაც მთავარია, სწორედ მან მოახდინა ქოლგის რეკონსტრუქცია და გადააქცია ის ისეთად, როგორითაც დღეს ყველა ჩვენგანი სარგებლობს.

1786 წელს, ჰანუეის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე London Gazette-ში, მეეტლეების სავალალოდ, რეკლამა გამოჩნდა. საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა ახალი ტიპის Gatward-ის ქოლგების გამოგონებას, რომელიც იოლად იხსნებოდა და იკეცებოდა ზაბარიანი მექანიზმის გამოყენებით. სიახლე მალე იქნა მასიურ წარმოებაში ჩაშვებული, თუმცა იონას ჰანუეი ამას ვეღარ მოესწრო.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати