USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
საინტერესო ფაქტები სიზმრების შესახებ
Date:  2735

გივი ენდელაძე

სიზმრები ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და ამაღელვებელი გამოცდილებაა ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომაც ბუნებრივია სურვილი გვქონდეს, გავიგოთ რაც შეიძლება მეტი სიზმრების ფსიქოლოგიაზე.

სიზმრები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანების ცხოვრებაში ჯერ კიდევ ძვ. წ. 3100-იანი წლებიდან, როცა მესოპოტამიის ცივილიზაცია დაიბადა და მაშინ მმართველობითი გადაწყვეტილებების უმეტესობა, სიზმრების განმარტებების მიხედვით მიიღებოდა. რომალების ერაში, ზოგიერთი სიზმარი სენატს გადაეცემოდა გასაანალიზებლად და განსამარტავად. ფიქრობდნენ, რომ სიზმრები ღმერთის გამოგზავნილი შეტყობინებები იყო. სიზმრების ამხსნელები მთავრსარდლებს და ჯარის წინამძღვრებსაც ახლდნენ ხოლმე თან! და დღევანდელ დღემდეც კი, ჩვენ ვეძებთ განმარტებებს, თუ რას მიანიშნებენ სიზმრები. თუმცა, სიზმრებთან დაკავშირებულმა უმეტესმა ინფორმაციამ დაკარგა მისტიურობა და ახლა ისინი ფსიქოლოგიის ჭრილში განიხილება.

დამატებით, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ხელოვანის თუ მეცნიერის შთაგონება სიზმრებიდან მოსულა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სიზმრების შესახებ..

სიზმრების 90 % გვავიწყდება

გაღვიძებიდან 5 წუთში, ნანახი სიზმრების ნახევარი გვავიწყდება. 10 წუთის შემდეგ კი 90 %.

უსინათლოებიც ხედავენ სიზმრებს

ადამიანებს, რომლებმაც მხედველობა დაბადების შემდეგ დაკარგეს, შეუძლიათ სიზმრებში სურათების დანახვა. ვინც უსინათლო დაიბადა, სიზმრად ვიზუალს არ ხედავენ, თუმცა აქვთ ვიზუალური სიზმრის თანასწორი სიზმრები, რასაც სხვა შეგრძნებები ანაზღაურებენ, ყნოსვა, სმენა, შეხება და ემოცია.

სიზმარს ყველა ხედავს

ყველა ადამიანი ხედავს სიზმარს (ზოგიერთი ექსტრემალური ფსიქოლოგიური დარღვევის მქონეთა გამოკლებით). თუ ფიქრობ, რომ სიზმრებს არ ნახულობ – უბრალოდ გავიწყდება ყველა სიზმარი.

ჩვენს სიზმრებში, მხოლოდ იმ სახეებს ვხედავთ, რომებიც უკვე გვინახავს

ჩვენი გონება არ იგონებს სახეებს – ვხედავთ რეალურ სახეებს და რეალურ ადამიანებს, რომლებიც აქამდე უკვე გვინახავს, თუმცა შეიძლება არ ვიცნობდეთ მათ, ან არ გვახსოვდეს. ჩვენ ყველა ცხოვრების მანძილზე ასიათასობით სახეს ვხედავთ, შესაბამისად ჩვენ გონებას პერსონაჟების უსასრულო მარაგი გააჩნია.

ყველა ადამიანი ფერად სიზმრებს არ ხედავს

იმ ადამიანების 12 %, რომელთაც მხედველობა გააჩნიათ, გამორჩეულად ხედავენ შავ-თეთრ სიზმრებს. დარჩენილ პროცენტს ფერადი სიზმრები აქვს. 1915 წლიდან 1950-იან წლებამდე ჩატარებული გამოკვლევებით, სიზმრების უმეტესობა შავ-თეთრი იყო, თუმცა ამ შედეგმა ცვლილება განიცადა 1960-იანი წლებიდან. დღეს, 25 წლამდე ადამიანების მხოლოდ 4.4 % ხედავს ფერად სიზმრებს. კვლევების მიხედვით ვგებულობთ, რომ ეს ცვლილება დაკავშირებულია შავ-თეთრი ტელევიზიიდან და შოუებიდან ფერადზე გადასვლასთან.

სიზმრები სიმბოლურია

როცა ჩვენ რაიმე კონკრეტულზე თემაზე ვხედავთ სიზმარს, იშვიათადაა მისი მნიშვნელობა ამ თემას ემთხვეოდეს. სიზმრები ღრმად სიმბოლური ენით გვესაუბრებიან.

ემოციები

ყველაზე ხშირად სიზმარში მღელვარებას განვიცდით. სიზმარში ნეგატიური ემოციები გაცილებით ხშირია, ვიდრე პოზიტიური.

ერთ ღამეში შეიძლება 4-დან 7-მდე სიზმარი ვიხილოთ

საშუალოდ, ღამის მანძილზე ერთი ან ორი საათი ვხედავთ სიზმრებს.

სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ

სხვადასხვა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, ცხოველებში ძილისას იგივე ტვინის ტალღების აქტივობა აჩვენა, რაც ადამიანებს აქვთ. დააკვირდით მძინარე ძაღლს. ზოგჯერ მისი თათები იგივე მოძრაობას აკეთებს, რასაც სირბილისას და ქოშინის მსგავს ხმას გამოსცემს თითქოს რაიმეს მისდევდეს.

ქალები და კაცების სიზმრები განსხვავდება

მამაკაცები უმეტესად სიზმარში სხვა მამაკაცებს ხედავენ. მამაკაცების სიზმარში პერსონაჟების 70%-მდე მამრობითი სქესისაა. მაშინ როცა, ქალების სიზმარში პროცენტები დაახლოებით თანაბარია. ამის გარდა, კაცებს როგორც წესი, სიზმარში მეტად აგრესიული ემოციები აქვთ ხოლმე.

სიზმარში შესაძლებელია ორგაზმი გქონდეს

სიზმარში შესაძლებელია გქონდეს სექსი და გამოსცადო იმაზე უფრო ძლიერი ორგაზმი, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ლუციდური სიზმრისას გამოცდილი შეგრძნებები (შეხება, სიამოვნება…) შესაძლებელია იყოს ისეთივე სასიამოვნო და ძლიერი (ან უფრო ძლიერიც კი), ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაშია.

 

ორიგინალი სტატიის ავტორი: https://www.boredpanda.com/author/linadavidaviciute

tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way