USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა
თარიღი:  458

საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიევში აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საელჩო დაიხურება და თანამშრომლებს თავშესაფრებში დარჩენის შესახებ შეატყობინეს“, - აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ „მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის