USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
дата:  378

საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კახეთის მიმართულებით. უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი მონაკვეთი და ამ პროექტით ვაგრძელებთ მაგისტრალის განვითარებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა უახლოეს პერიოდში კახეთის მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი აქტიური ტემპით შენდება. პროექტი არა მხოლოდ რეგიონში გადაადგილებას ამარტივებს, არამედ მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განახლებას ემსახურება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები, მიმდინარეობს: მიწის სამუშაოები და გზის საფუძვლის მოწყობა; კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა; რკინა-ბეტონის ხიმინჯებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი; მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა; სახიდე გადასასვლელებისთვის კოჭების დამზადება და დამცავი ბარიერების მოწყობა.

მშენებლობის ფარგლებში იგეგმება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარი მილის აშენება. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდება მთავარ მაგისტრალს.

საგარეჯო–ბადიაურის მონაკვეთი სოფლებს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. შედეგად, გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას 15 წუთის ნაცვლად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება.

ახალი მონაკვეთი არის კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის 35-კილომეტრიანი მონაკვეთით თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე სარგებლობს და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად იქცა.

საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედნის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ეს სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესს, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და კახური ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати