USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
Тбилиси
საგანგაშო სტატისტიკა ჩვენს სამეზობლოში
дата:  545

იმ ფონზე, როდესაც საქართველო კორონა პანდემიის გამო დაწერებულ შეზღუდვებს ხსნის, საგანგაშო მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში.

სომხეთმა დღეს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა- ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების ახალი 251 შემთხვევა და ინფიცირებულთა საერთო რიცხმა 8927 შეადგინა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა და ამ მონაცემით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 127-მდე გაიზარდა.

სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე დაავადებულთა რაოდენობით საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი მოიტოვა უკან და მალე იტალიის მაჩვენებლებს მიუახლოვდება. 

თუმცა, არანაკლებ დრამატულია მდგომარეობა რუსეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ დიდია- ბოლო 24 საათში გამოვლენილია 8952 ახალი შემთხვევა, მსოფლიო რეიტინგში რუსეთი მხოლოდ აშშ-ს და ბრაზილიას ჩამორჩება; ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  რუსეთში 400 000-სს უახლოვდება. რეგიონების მიხედვით, დაავადებულთა რაოდენობით ლიდერობს მოსკოვი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მძიმე მდგომარეობაა ჩრდილო კავკასიაში- მაგალითად, მხოლოდ ინგუშეთსა და დაღესტანში ინფიცირების 6874 შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ უშუალო მეზობელს- აზერბაიჯანს, სამწუხაროდ სტატისტიკა აქაც ჯერჯერობით არასახარბიელოა, 29 მაისს აქ კორონა ვირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5000-სს უახლოვდება. გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში 58 შეადგენს.  თუმცა, ერთ მილიონ მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი აზერბაიჯანს სომხეთზე ბევრად უკეთესი აქვს- 492 შემთხვევა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი სომხეთში 3013-ია.

თურქეთში მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად დასტაბილურდა. პიკი ამ ქვეყანამ აპრილის შუა რიცხვებში გადაიტანა და ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162 120-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რიცხვი 4489-ია. აქვე აღვნიშნოთ, რომ თურქეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე 53-ია, რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაზე უკეთესი მაჩვენებელია. 

იმედი გამოვთქვათ, რომ საქართველო შეინარჩუნებს დადებით დინამიკას ამ არასახარბიელო ფონზე და სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების დაცვით ქვეყანა ასცდება კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღებს. 

 

სტატია მომზადებულია woldometers.com მონაცემებზე დაყრდნობით

мир
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო

ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.

„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати