USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თარიღი:  433
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს მიერ 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ-პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა.
 
პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულს, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტო გაზგასამართი სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას.
 
დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განახორციელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება, რა გზითაც, 2024-2025 წლების განმავლობაში, იგი ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს.
 
ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
 
ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ, დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის