USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა, მაკრონი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდებს
თარიღი:  

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.

მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა.

ამასთან, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 577 საპარლამენტო მანდატი ეროვნულ ასამბლეაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ დიდი, დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა ამ კენჭისყრის მნიშვნელობას მოწმობს.

„საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა მოწმობს ამ კენჭისყრის მნიშვნელობას ჩვენი თანამემამულეებისთვის და პოლიტიკური სიტუაციის გარკვევის სურვილს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ულტრამემარჯვენეები ახლა "ძალაუფლების კარიბჭესთან" არიან. მისი თქმით, “ეროვნულმა გაერთიანებამ“ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის