USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს
дата:  325

თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას ანაცხადა.

"დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, აქედან გამომდინარე არჩევანი არ გვექნება“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

წყარო: https://news.yahoo.com

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати