USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამოწვეული პროტესტი გრძელდება
Date:  475

საფრანგეთში პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 17 წლის მოზარდის დაღუპვის გამო გამოწვეული პროტესტი გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, არეულობის მეორე ღამის დროს სულ მცირე 77 ადამიანი დააკავეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დამწვარი ავტომობილები და დარბეული მაღაზიები. პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ჩრდილოეთ ქალაქ ლილშიც. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მონს-ენ-ბარულის გარეუბნის მერიაში ადამიანები დოკუმენტებს და სკამებს წვავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნისთვის ცეცხლის გახსნა "უპატიებელია".

„არაფერი არ ამართლებს ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა, „რათა სამართლიანობა აღსრულდეს“.

საპროტესტო ტალღა 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა. ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პროტესტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო, სადაც შემთხვევა მოხდა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way